ქალაქ
აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის გუნდი 5 ოქტომბერს აქტიურად ჩაერთო კონკურსში ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018“. გუნდს მიეწოდა ინფორმაცია, კონკურსში ჩართვის მიზანი,
პირობები და რეგისტრაცია forestry.ge-ზე
ავტორიზაციის შესახებ.
სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 16 ოქტომბერს
ჩავატარეთ რიგით მესამე გაკვეთილი თემაზე: ეკოტურიზმი. გაკვეთილის მიზანი :მოსწავლეებმა
გააცნობიერეს როგორ შეიძლება დასვენება და გართობა ბუნებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან
იყოს დაკავშირებული.მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა შეძლეს ეკოტურიზმის
განმარტება და განსაზღვრეს ტურისტული საქმიანობის
შედეგები.წარიმართა დისკუსია, მსჯელობა,გონივრული მოგზაურობა
ბუნებრივ გარემოში,რომელიც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას და ადგილობრივ მცხოვრებთა
კეთილდღეობას.განხორციელებულმა აქტივობამ მოსწავლეთა ინტერესი და მაღალი ჩართულობა
გამოიწვია.
სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 20 ნოემბერს
ჩატარდა რიგით მე-4 გაკვეთილი თემაზე: რუკებისა და სანავიგაციო სისტემების მნიშვნელობა
ტირისტული პროდუქტების დაგეგმვის პროცესში. ჩემ მიერ მიცემული ინსტრუქციის შემდეგ,
მობილურში ჩავტვირთეთ აპლიკაცია GPS. გავააქტიურეთ
და პრაქტიკულად შევასრულეთ მცირე სავარჯიშოები სკოლის ეზოში. შეგროვილი მონაცემები
გადავიტანეთ კომპიუტერში. ამგვარად მოსწავლეებმა
გამოსცადეთ GPS
სისტემა.
სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 25 ოქტომბერს
ჩატარდა მორიგი თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: რუკებისა და სანავიგაციო სისტემების როლი
ეკო და სატყეო ტურიზმში. მცირე პრეზენტაციის google
erth-ის მოხმარების წესების
ჩვენების გზით, მოსწავლეებმა გააკეთეს კონკრეტული დავალებები ტოპოგრაფიული რუკისა და
ელექტრონული რუკის გამოყენებით. მიცემული ტოპოგრაფიული რუკით მათ დააკავშირეს ორი მოცემული
რეგიონი, რომელიც გადაიტანეს ელექტრონულ რუკაზე. ამით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ
თუ, როგორ გამოიყენონ სხვადასხვა სახის რუკა
ტურისტული პროდუქტების დაგეგმვისას.
ქალაქ
აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 30 ოქტომბერს ჩატარადა გაკვეთილი თემაზე: ტყის რეკრეაციული
მარშრუტების რუკა, როგორც ეკოტურიზმის განვითარებისა და სერვისების მიწოდების ინსტრუმენტი.
ტურისტული მარშრუტის რუკის ჩვენების, მათი მოხმარების წესების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს
ვთხოვე, თავად მოეძიათ დასახელებული ობიექტები აღნიშნულ რუკაზე. მათთვის საინტერესო
აღმოჩნდა საკუთარი რეგიონის ტურისტული მარშრუტის შექმნა, საბოლოოდ
თავად დაიტანეს რუკაზე ის ობიექტები, რომლებიც მათ მიაჩნდათ გამორჩეულად.
სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის
საჯარო სკოლაში 3 ნოემბერსჩატარდა
მორიგი გაკვეთილი თემაზე ეკოტურისტული პოტენციალის შეფასება: მიზანი იყო მოსწავლეებს
გაეაზრებინათ ეკოტურისტული პროდუქტის შექმნის ეტაპები, რელევანტური ინფორმაციის დამუშავების
აუცილებლობა, ტურისტული აქტივობების განხორციელებისათის. გონებრივი იერიშის გამოყენებით,
გავიხსენეთ რამოდენიმე ტურისტული აქტივობა და ჯგუფებში განვსაზღვრეთ, რომელი ფაქტორი
იყო გასათვალისწინებელი კონკრეტული აქტივობის დაკავებისას. თითოეული ჯგუფიდან ერთ-ერთმა
წარადგინა ნამუშევარი. ბოლოს შევაფასეთ და აღნიშნული აქტივობიდან გამომდინარე მოსწავლეებმა
შეძლეს წინასწარ მოეძიებინათ ინფორმაცია ამა თუ იმ ტურისტული პროდუქტის გასავითარებლად.
წინასწარ ამობეჭდილი კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების ძეგლების შეფასების ცხრილების მეშვეობით მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზნეტაციები და შეავსეს ცხრილები. შეიტანეს შესაბამისი ინფორმაციები, ნამუშევარი გადაიტანეს ფლიფჩარტზე. გაიმართა დისკუსია, თუ რამდენად სწორად შეივსო ანკეტა.
სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 17 ნოემბერს
ჩატარდა მორიგი გაკვეთილი თემაზე: ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვა. მიზანი იყო მოსწავლეებს
სცოდნოდათ ის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც აუცილებელი იყო ეკოტურისტული მარშრუტის
დასაგეგმად, რომ თავად შეექმნათ საორიენტაციო მარშრუტი. პრეზენტაციის გზით, მოვახდინე
ეკოტურისტული მარშრუტების დაგეგმვა, მისი აღწერა და შექმნა. შემდეგ დავურიგე ჯგუფებს
დანართი 10.1; 10.2; მივეცი კლასში დავალება შეექმნათ საკუთარი რაიონის ტურისტული გზამკვლევი მოსალოდნელი მარშრუტით, რომლებშიც გამოიყენეს რუკები, ღირსშესანიშნაობები,
საკითხავი მასალა და წარადგინეს კლასის წინაშე.
მოსწავლეებმა
დაგეგმეს მარშრუტი მასში შემავალი ობიექტებით, მაგალითად, ჭადრები, მოედანი, ტყე. ამობეჭდილი
ცხირილის საშუალებით შეავსეს აღნიშნულ ობიექტამდე მანძილი ნაბიჯებით, დაინიშნეს დრო,
განსაზღვრეს რა ობიექტზეა შესაძლებელი საღებავით მარკირება. პრაქტიკულად მოსწავლეებმა
შეადგინეს მარშრუტის მარკირების პროექტი.
სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 27 ნოემბერს
ჩატარდა რიგით მე-12 გაკვეთილი თემაზე: ლაშქრობის უსაფრთხოება. გაკვეთილის მიზანი იყო
მოსწავლეებს სცოდნოდათ უსაფრთხოების საკითხები ლაშქრობისას. მოსწავლეებს ვუჩვენე ვიდეო, თუ რა საფრთხეები არსებობს
ლაშქრობის დროს და რისგან უნდა ვიყოთ დაზღვეულები. ბოლოს გაიმართა დისკუსია, თუ როგორ
უნდა გამოვიყენოთ მიღებული ინფორმაცია პრაქტიკაში დაგეგმილი
ლაშქრობის შემთხვევაში.
მოგროვებული
ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებს დავუსვი კითხვები, რას აქცევენ ყურადღებას ლაშქრობაში
წასვლამდე. ყველამ გამოხატა თავისი აზრი, რომელიც გადაიტანეს ფლიფჩატის ფურცელზე. განმარტეს,
თუ რას ნიშნავდა საველე გასვლის დაგეგმვა, რა იყო მათთვის სიახლე და შემდეგ შეადგინეს
ლაშქრობის გეგმა.
05 დეკემბერს სასკოლო პრემია 2018 -ის ფარგლებში ჩავატარეთ
დასკვნითი გაკვეთილი. თითოეულმა გაკვეთილმა მოსწავლეებს საშუალება მისცა დამოუკიდებლად
შეესრულებინათ დავალებები, გაცნობოდნენ საკუთარი ქვეყნის ბუნებრივ რესურსებს, სიმდიდრეებს
და მათი რაციონალურად გამოყენების საშუალებებს. მოსწავლეებმა აიმაღლეს ცოდნის დონე
ეკოლოგიური საკითხების მიმართ და შეძლეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.