Sunday, June 30, 2024

 

                     22-  მაისს  ბოლო საწრეო  მესადინეობა   საინტერესოდ   ჩატარდა,  მოსწავლეები

              წავიყვანე  აქვე  აბაშის  მიმდებარე  რეგიონში  წყემის  ნაკრძალში  სადაც

             

                საწრეო მეცადინეობაზე  მიღებული  ცოდნის  ინტერპრეტაცია წარმოვადგინეთ , 

              წარადგინეს  თავიანთი ნაშრომები  ნახატები მოსწავლეებმა - ქალაქი მწვანე 

                 ნარგავების გარეშე-

             როგორი იქნება ამ  ქალაქში  ჰაერის ხარისხი, როგორ იცხოვრებენ აქ ადამიანები,

             რა  პრობლემები  შეექმნებათ  მათ,  მოსწავლეებმა   ისაუბრეს  მსგავსი  ნაკრძალების

             არსებობაზე    და  მის  დაცვაზე,   სამომავლოდ  რეგიონში  უფრო მეტი ყურადღება  

             იქნას  მიქცეული  მსგავსი ტიპის  ლანდშაფტზე და  ზრუნვა  მის დაცვაზე  იქნას 

                გამახვილებული.



              




           1  მაისს -    შედგა მორიგი მეცადინეობა  ჩვენი მიზანი იყო  როგორ დავიცვათ 

ხმელეთის ეკოსისტემები,   ვისაუბრეთ  მის აღდგენაზე  როგორ  გამოვიყენოთ,  თუ როგორ

 ვმართოთ  გაუდაბნოების   პროცესი , როგორ  შევაჩეროთ  ნიადაგის  დეგრადაცია,  როგორ

 ვიზრუნვოთ  მის  აღდგენა  გაუმჯობესებაზე  და თუ  როგორ  შევაჩეროთ  ეს  პროცესი  რათა

 არ დავკარგოთ  ეკოსისტემები.    მოსწავლეები აქტიურად  მსჯელობდნენ  ამ თემასთან

 დაკავშირებით  ამიტომ  შეხვედრამ   ნაყოფიერად  ჩაიარა.




               10- აპრილს  განვახორციელეთ  მორიგი  შეხვედრა  და  ვისაუბრეთ კლიმატის 

ცვლილებით  გამოწვეულ  ბუნებრივ  საფრთხეებზე, გლობალურად  ტემპერატურის 

 ზრდაზე რაც  განაპირობებს  სამომავლოდ ექსტრემალურ  და  სტიქიურ  მოვლენებს.

რაც  გამოიწვევს  ყინულის  საფარის დნობას, ოკეანის საშუალო ტემპერატურის მატებას,

და  ა.შ   ბოლოს შევაჯამეთ საწრეო  შეხვედრა და  ვისაუბრეთ  ბუნებრივი საფრთხეების  

რისკების  შემცირებაზე  აღმოფხვრის  გზებზე.