Wednesday, February 20, 2019

თავისუფალი გაკვეთილები


ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის გუნდი  5 ოქტომბერს  აქტიურად ჩაერთო კონკურსში ,,ნიკო კეცხოველის  სასკოლო პრემია 2018“. გუნდს  მიეწოდა ინფორმაცია, კონკურსში ჩართვის მიზანი, პირობები და რეგისტრაცია forestry.ge-ზე ავტორიზაციის შესახებ.


სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 12 ოქტომბერს ჩატარდა მე-2  ღია გაკვეთილი თემაზე: ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების მნიშვნელობა. მოსწავლეებს  მოვახსენე  გარემოსდაცვითი პრობლემები და ამ პრობლემების აღმოფხვრის გზები. გავაკეთე პრეზენტაცია ბუნებრივ რესურსებზე და მათ მნიშვნელობაზე. დავურიგე საქართველოს დაცული ტერიტორიების და წითელი ნუსხის ჩამონათვალი. მივეცი დავალება მოიძიონ თითოეული კატეგორიიდან მათთვის სასურველ ობიექტზე ინფორმაცია. ამ აქტივობით მოსაწავლეებს დავანახეთ, თუ რამდენად მდიდარია საქართველო ბუნებრივი რესურსებით, მსოფლიო მნიშვნელობის ობიექტებით და გავუღვივეთ ინტერესი გაიაზრონ მათი დაცვის და რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობა.


სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 16 ოქტომბერს ჩავატარეთ რიგით მესამე გაკვეთილი თემაზე: ეკოტურიზმი. გაკვეთილის მიზანი :მოსწავლეებმა გააცნობიერეს როგორ შეიძლება დასვენება და გართობა ბუნებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან იყოს დაკავშირებული.მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა შეძლეს ეკოტურიზმის განმარტება და განსაზღვრეს ტურისტული საქმიანობის  შედეგები.წარიმართა დისკუსია, მსჯელობა,გონივრული მოგზაურობა ბუნებრივ გარემოში,რომელიც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას და ადგილობრივ მცხოვრებთა კეთილდღეობას.განხორციელებულმა აქტივობამ მოსწავლეთა ინტერესი და მაღალი ჩართულობა გამოიწვია.





სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 20 ნოემბერს ჩატარდა რიგით მე-4 გაკვეთილი თემაზე: რუკებისა და სანავიგაციო სისტემების მნიშვნელობა ტირისტული პროდუქტების დაგეგმვის პროცესში. ჩემ მიერ მიცემული ინსტრუქციის შემდეგ, მობილურში ჩავტვირთეთ აპლიკაცია GPS. გავააქტიურეთ და პრაქტიკულად შევასრულეთ მცირე სავარჯიშოები სკოლის ეზოში. შეგროვილი მონაცემები გადავიტანეთ კომპიუტერში.  ამგვარად  მოსწავლეებმა  გამოსცადეთ GPS სისტემა.



სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 25 ოქტომბერს ჩატარდა მორიგი თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: რუკებისა და სანავიგაციო სისტემების როლი ეკო და სატყეო ტურიზმში. მცირე პრეზენტაციის google erth-ის მოხმარების წესების ჩვენების გზით, მოსწავლეებმა გააკეთეს კონკრეტული დავალებები ტოპოგრაფიული რუკისა და ელექტრონული რუკის გამოყენებით. მიცემული ტოპოგრაფიული რუკით მათ დააკავშირეს ორი მოცემული რეგიონი, რომელიც გადაიტანეს ელექტრონულ რუკაზე. ამით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თუ, როგორ გამოიყენონ სხვადასხვა სახის რუკა  ტურისტული პროდუქტების დაგეგმვისას.



ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 30 ოქტომბერს ჩატარადა გაკვეთილი თემაზე: ტყის რეკრეაციული მარშრუტების რუკა, როგორც ეკოტურიზმის განვითარებისა და სერვისების მიწოდების ინსტრუმენტი. ტურისტული მარშრუტის რუკის ჩვენების, მათი მოხმარების წესების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე, თავად მოეძიათ დასახელებული ობიექტები აღნიშნულ რუკაზე. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა საკუთარი რეგიონის ტურისტული მარშრუტის შექმნა, საბოლოოდ თავად დაიტანეს რუკაზე ის ობიექტები, რომლებიც მათ მიაჩნდათ გამორჩეულად.




სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 3 ნოემბერსჩატარდა მორიგი გაკვეთილი თემაზე ეკოტურისტული პოტენციალის შეფასება: მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ ეკოტურისტული პროდუქტის შექმნის ეტაპები, რელევანტური ინფორმაციის დამუშავების აუცილებლობა, ტურისტული აქტივობების განხორციელებისათის. გონებრივი იერიშის გამოყენებით, გავიხსენეთ რამოდენიმე ტურისტული აქტივობა და ჯგუფებში განვსაზღვრეთ, რომელი ფაქტორი იყო გასათვალისწინებელი კონკრეტული აქტივობის დაკავებისას. თითოეული ჯგუფიდან ერთ-ერთმა წარადგინა ნამუშევარი. ბოლოს შევაფასეთ და აღნიშნული აქტივობიდან გამომდინარე მოსწავლეებმა შეძლეს წინასწარ მოეძიებინათ ინფორმაცია ამა თუ იმ ტურისტული პროდუქტის გასავითარებლად.



    სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში 8 ნოემბერს ჩატარდა  მე-8 თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: საკვლევი არეალის შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს სცოდნოდათ ეკოტურისტული პროდუქტის შექმნისათვის საჭირო ინფორმაციის კატეგორიები და დამუშავების მეთოდები. ჯგუფებში აირჩიეს რამდენიმე ღირსშესანიშნაობა, როგორც ექსპერტებმა ჩამოწერეს ის კრიტერიუმები, რაშიც უნდა შაფასებულიყო არსებული დასახელებული ადგილი და რით გამხდარიყო ტურისტებისათვის საინტერესო.

          წინასწარ ამობეჭდილი  კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების ძეგლების შეფასების ცხრილების მეშვეობით მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზნეტაციები და შეავსეს ცხრილები. შეიტანეს შესაბამისი ინფორმაციები, ნამუშევარი გადაიტანეს ფლიფჩარტზე. გაიმართა დისკუსია, თუ რამდენად სწორად შეივსო ანკეტა.



სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში 13 ნოემბერს ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: ადგილობრივი ეკოტურისტული სერვისების იდენტიფიცირება და შეფასება. მოსწავლეებმა შეძლეს დაეხასიათებინათ, რა ტიპის ტურისტული მომსახურეობები  არსებობს და რისი მიხედვით  უნდა შეფასდეს თითოეული მათგანი. დანართების გამოყენებით, ჯგუფებს მიეცათ საშუალება შეევსოთ კითხვარები. აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტული ობიექტის მიერ შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროება, რაც აისახება მომსახურეობის ხარისხზე და გაზრდის მასზე მოთხოვნას.


სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 17 ნოემბერს ჩატარდა მორიგი გაკვეთილი თემაზე: ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვა. მიზანი იყო მოსწავლეებს სცოდნოდათ ის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც აუცილებელი იყო ეკოტურისტული მარშრუტის დასაგეგმად, რომ თავად შეექმნათ საორიენტაციო მარშრუტი. პრეზენტაციის გზით, მოვახდინე ეკოტურისტული მარშრუტების დაგეგმვა, მისი აღწერა და შექმნა. შემდეგ დავურიგე ჯგუფებს დანართი 10.1; 10.2; მივეცი კლასში დავალება შეექმნათ საკუთარი რაიონის ტურისტული გზამკვლევი მოსალოდნელი მარშრუტით, რომლებშიც გამოიყენეს რუკები, ღირსშესანიშნაობები, საკითხავი მასალა და წარადგინეს კლასის წინაშე.


 



სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 21 ნოემბერს თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ჩავატარეთ ღია გაკვეთილი თემაზე: საფეხმავლო მარშრუტების მარკირების სტანდარტი. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს სცოდნოდათ, საფეხმავლო მარშრუტების მარკირების მონიშვნის პრინციპები, რათა შეესრულებინათ მცირე სავარჯიშოები პრაქტიკულად. პრეზენტაციის სახით, მოსწავლეებს გავაცანი საფეხმავლო მარშრუტების მარკირების ერთიანეროვნული სტანდარტი და დავურიგე მარკირების პროექტის მოსამზადებლად საჭირო ამობეჭდილი ცხრილები და დანართები (11.1; 11,2) და მივეცი დავალება პრაქტიკულად შეედგინად თემში მარშრუტის მარკირების პროექტი.
            მოსწავლეებმა დაგეგმეს მარშრუტი მასში შემავალი ობიექტებით, მაგალითად, ჭადრები, მოედანი, ტყე. ამობეჭდილი ცხირილის საშუალებით შეავსეს აღნიშნულ ობიექტამდე მანძილი ნაბიჯებით, დაინიშნეს დრო, განსაზღვრეს რა ობიექტზეა შესაძლებელი საღებავით მარკირება. პრაქტიკულად მოსწავლეებმა შეადგინეს მარშრუტის მარკირების პროექტი.









სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 27 ნოემბერს ჩატარდა რიგით მე-12 გაკვეთილი თემაზე: ლაშქრობის უსაფრთხოება. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს სცოდნოდათ უსაფრთხოების საკითხები ლაშქრობისას.  მოსწავლეებს ვუჩვენე ვიდეო, თუ რა საფრთხეები არსებობს ლაშქრობის დროს და რისგან უნდა ვიყოთ დაზღვეულები. ბოლოს გაიმართა დისკუსია, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ მიღებული ინფორმაცია პრაქტიკაში დაგეგმილი ლაშქრობის შემთხვევაში.





 ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში 30 ნოემბერს ჩავატარეთ რიგით მე-13 გაკვეთილი თემაზე: ფოტოგრაფია საველე ლაშქრობისას. გაკვეთილის მიზანი: დაგეგმილი მარშრუტისას მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შესაბამისი მეთოდებით.
         მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებს დავუსვი კითხვები, რას აქცევენ ყურადღებას ლაშქრობაში წასვლამდე. ყველამ გამოხატა თავისი აზრი, რომელიც გადაიტანეს ფლიფჩატის ფურცელზე. განმარტეს, თუ რას ნიშნავდა საველე გასვლის დაგეგმვა, რა იყო მათთვის სიახლე და შემდეგ შეადგინეს ლაშქრობის გეგმა.





 01 დეკემბერს სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: საველე გასვლა. მოსწავლეებს გავაცანი მოგზაურობისას დასაცავი უსაფრთხოების ნორმები, დავურიგე ანკეტები და ცხრილები და დავგეგმეთ მარშრუტი, მასში შემავალი ობიექტებით და შესაბამისი მეთოდებით. ბოლოს მივეცი დავალება წარმოადგინონ ელექრონულიფორმით პრეზენტაცია. აღნიშნული აქტივობიდან გამომდინარე, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, უშუალოდ შეასრულონ ყველა ის პრაქტიკული სამუშაო, რომელიც  საჭიროა მარშრუტის დასაპროექტებლად. 





05 დეკემბერს სასკოლო პრემია 2018 -ის ფარგლებში ჩავატარეთ დასკვნითი გაკვეთილი. თითოეულმა გაკვეთილმა მოსწავლეებს საშუალება მისცა დამოუკიდებლად შეესრულებინათ დავალებები, გაცნობოდნენ საკუთარი ქვეყნის ბუნებრივ რესურსებს, სიმდიდრეებს და მათი რაციონალურად გამოყენების საშუალებებს. მოსწავლეებმა აიმაღლეს ცოდნის დონე ეკოლოგიური საკითხების მიმართ და შეძლეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.






Wednesday, January 30, 2019

17 ოქტომბერ - 1. მოვამზადე  კვლევის  კითხვარები და  დავურიგე  მოსწავლეებს თუ რატომ უნდა ესწავლათ გეოგრაფია და სად  შეიძლება  გამოეყენებინათ ეს  საგანი.





24 ოქტომბერი - 2. მინი ლექციის სახით  მოსწავლეებს გავაცანი გეოლოგიური დრო, ერები და პერიოდები. წელთაღრიცხვის შესახებ  შევუქმენი წარმოდგენა და მივეცი დავალება აღედგინათ რომელ ერაში გაჩნდა ადამიანი.








31 ოქტომბერი - 3.  ჩემი  დახმარებით მოსწავლეებთან ერთად გავაკეთეთ ევროპის, აზიის, აფრიკის მოხაზულობა, თავისი ზღვებით, კუნძულებით, ნახევარკუნძულებით, სრუტეებით, მთებით, ვაკეებით და  მდინარეებით, ტბებით.







 
7  ნოემბერი - 4. მოვახდინეთ  ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიის  და  ანტარქტიდის  ნომენკლატურის განსაზღვრა.
       







14 ნოემბერი - 5. მოპოვებული  ინფორმაციის  საფუძველზე  თითოეულ კონტინენტზე მოვხაზეთ  არსებული სახელმწიფოები  პოლოტიკური  რუკის  გამოყენებით.












21 ნოემბერი - 6. თითოეული კონტინენტების  განხილვის შემდეგ, მისი უკეთ  შესწავლის მიზნით შევქმენით  თითოეული კონტინენტის ფაზლი.


















28 ნოემბერი - 7. კომპიუტერის დახმარებით ვიდეომასალის გამოყენებით, თითოეულ  კონტინენტზე  განვიხილეთ თუ რომელი ცხოველთა და ფრინველთა სამყარო იყო გავრცელებული.


5 დეკემბერი - 8. მიმოვიხილეთ მსოფლიოს 5 ოკეანე თავისი კუნძულებით და ნახევარკუნძულებით, დავადგინეთ რომ მსოფლიო ოკეანე არის მთლიანი  და უკავშირდება ერთმანეთს.




12 დეკემბერი - 9. ვისაუბრეთ ბუნებრივიო რესურსების დაცვაზე. ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებაზე, საკუთარი ქვეყნის ბუნების  მრავალფეროვნების და სოციალურ ეკონომიკური განვითარების  წარმოდგენის  ჩამოყალიბებაზე.


19 დეკემბერი -  10. მოვახდინეთ  შეძენილი  და მოპოვებული ინფორმაციის  შეჯამება პრეზენტაციის  სახით, წარმოვადგინეთ  ჩვენს მიერ  შექმნილი  რესურსი   ( კონტინენტების რუკა)  და  მოვახდინეთ შეძელი და მიღებული უნარ-ჩვევების  დემონსტრირება დამსწრე  საზოგადოებასთან ერთად ( დირექტორი, ფასილიტატორი ).






p.s.  პროექტის  ბოლოს  ვაწარმოე  მოსწავლეების  გამოკითხვა, რომლის  საშუალებითაც მათ გააკეთეს  შეფასება საწრეო მუშაობის შესახებ თუ რაში დაეხმარებათ არსებული ცოდ

Friday, January 4, 2019

საწრეო მუშაობა გეოგრაფიაში

2018-2019 სასწავლო წელს ნოღოხაშის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელმა, დირექციასთან შეთანხმებით, დაიწყო საგნობრივი წრის ,,გეოგრაფია და ჩვენი სამყარო" ფუნქციონირება I სემესტრში.

საწრეო მუშაობის სამოქმედო გეგმა
ხელმძღვანელი: ჟანა კუპრავა


                                                   საწრეო მუშაობის გეგმა

საგანი
გეოგრაფია
პედაგოგი
ჟანა კუპრავა
კლასი
V-IX ჩათვლით
თემა
გეოგრაფია და ჩვენი სამყარო
საწრეო მუშაობის აქტუალობა
საწრეო მუშაობა ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებში გეოგრაფიული,გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბებას. პოლიტიკური კულტურის ფორმირებას. საკუთარი ქვეყნის ბუნების მრავფეროვნებას და სოციალურ- ეკონომიკური განვითარების შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებას. ისეთი უნარ-ჩვევების  შეძენის საშუალებას როგორიცაა კონსტრუირება, სწავლის პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, პრობლემის გადაწყვეტა და ინოვაციურობა,გუნდური მუშაობა.
საწრეო მუშაობის მიზნები
მოსწავლე შეძლებს:
·         ქვეყნის ინტერესების,ტრადიციების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება
·         ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა
·         ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტურად გამოყენება,ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება და ანალიზი
·         დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილებების მიღება.
·         იყოს შემომქმედიმ, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე.
·         საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების უწყვეტი განვითარება
·         კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან
·         იყოს კანონმორჩილი,ტოლერანტი მოქალაქე

მოსალოდნელი შედეგი
·         მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან
·         მოსწავლეს შეუძლია პასუხისმგებლობის გაზიარება და დროის მართვა
·         გეოგრაფიის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება
·         მოსწავლეს შეუძლია მიღებული უნარ-ჩვევის დემონსტრირების ფორმა
·         მოსწავლეს განუვითარდეს პრექტიკაში გამოყენების უნარი და პირიქით

საგნობრივი სტანდარტი
გეოგ.VII.2  მოსწავლეს შეუძლია თვალსაჩნოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ფოტოების, ცხრილების  გრაფიკების და რუკების გამოყენებით ახდენს გეოგრაფიული ინფორმაციის ანალიზს
გეოგ.IX.2  მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს მისი მნიშვნელობა ქვეყნისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე მსჯელობს საზღვრების გატარების მნიშვნელობაზე,აფასებს საქართველოს მდებარეობას,
ბუნებრივ პირობებს,რესურსებს მოიძიებს ევროპა- აზიის საზღვრის გატარების ვერსიებს.ასაბუთებს მისთვის მისაღები ვარიანტის მართებულობას.
საჭირო რესურსი
დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები,ფერადი ფურცლები, მარკერები ფორმატი, რუკა ,ატლასი, კონტურული რუკა, კომპიუტერი
საწრეო მუშაობის თანმიმდევრობა
1.      კვლევის,კითხვარების მომზადება,იმისათვის რომ გავიგოთ რა წარმოდგენა აქვთ მოსწავლეებს იმაზე თუ რატომ უნდა ვისწავლოთ გეოგრაფია და სად შეიძლება გამოვიყენოთ გეოგრაფია, ჩავატარებ გამოკითხვას
2.      გეოლოგიური დროისა და წელთაღრიცხვის შესახებ წარმოდგენის შექმნა.გეოლოგიური დროის დაყოფა ერებად და პერიოდებად. მივცემ დავალებას  რომელ ერაში გაჩნდა ადამიანი
3.      კონტინენტების აღმოჩენა. ბავშვები ჩემი დახმარებით აკეთებენ თითოეული კონტინენტის მოხაზულობას თავისი ზღვებით,კუნძულებით,ნახევარკუნძულებით,სრუტეებით,მთებით, ვაკეებით მდინარეებითა და ტბებით
4.       თითოეულ კონტინენტზე პოულობენ არსებულ სახელმწიფოებს, კონტინენტების უკეთ შესწავლის მიზნით მოსწავლეები ქმნიან რუკის ფაზლს.
5.      თითოეულ კონტინენტზე არსებული ცხოველთ და ფრინველთა სამყარო  /ვიდეო მასალა/
6.      ვაკეთებთ პრეზენტაციას თითოეულ კონტინენტზე
7.      მსოფლიო ოკეანეები
8.      მოსწავლეები ახასიათებენ ხუთივე ოკეანეს კომპიუტერის საშუალებით ათვალიერებენ მსოფლიო ოკეანის მთლიანობას

შეფასება/თვითშეფასება
პროექტის რეფლექსია. აღნიშნული საწრეო მუშაობის ფარგლებში ვიმედოვნებ, რომ მოხდება თანამშრომლობის განმტკიცება.გეოგრაფიის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება,გეოგრაფიის როგორც საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება,არსებული ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება
საბოლოო გამოკითხვა
პროექტის ბოლოს ვაწარმოებ  მოსწავლეების ანკეტურ გამოკითხვას,რომლის საშუალებითაც ისინი გააკეთებენ შეფასებას საწრეო მუშაობის შესახებ/როგორ მოეწონათ, როგორ შეაფასებენ, რაში  დაეხმარებათ არსებული ცოდნა/
მუშაობის განხორციელებისთვის საჭირო დრო
2018 წლის  17 ოქტომბრიდან 2018 წლის 28 დეკემბრამდე