17 ოქტომბერ - 1. მოვამზადე კვლევის
კითხვარები და დავურიგე მოსწავლეებს თუ რატომ უნდა ესწავლათ გეოგრაფია და
სად შეიძლება გამოეყენებინათ ეს საგანი.
24 ოქტომბერი - 2. მინი ლექციის სახით მოსწავლეებს გავაცანი გეოლოგიური დრო, ერები და
პერიოდები. წელთაღრიცხვის შესახებ შევუქმენი
წარმოდგენა და მივეცი დავალება აღედგინათ რომელ ერაში გაჩნდა ადამიანი.
31 ოქტომბერი - 3. ჩემი დახმარებით მოსწავლეებთან ერთად გავაკეთეთ ევროპის,
აზიის, აფრიკის მოხაზულობა, თავისი ზღვებით, კუნძულებით, ნახევარკუნძულებით, სრუტეებით,
მთებით, ვაკეებით და მდინარეებით, ტბებით.
7 ნოემბერი - 4.
მოვახდინეთ ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის,
ავსტრალიის და ანტარქტიდის
ნომენკლატურის განსაზღვრა.
14 ნოემბერი - 5. მოპოვებული ინფორმაციის
საფუძველზე თითოეულ კონტინენტზე მოვხაზეთ არსებული სახელმწიფოები პოლოტიკური
რუკის გამოყენებით.
21 ნოემბერი - 6. თითოეული კონტინენტების განხილვის შემდეგ, მისი უკეთ შესწავლის მიზნით შევქმენით თითოეული კონტინენტის ფაზლი.
28 ნოემბერი - 7. კომპიუტერის დახმარებით ვიდეომასალის
გამოყენებით, თითოეულ კონტინენტზე განვიხილეთ თუ რომელი ცხოველთა და ფრინველთა სამყარო
იყო გავრცელებული.
5 დეკემბერი - 8. მიმოვიხილეთ მსოფლიოს 5 ოკეანე თავისი
კუნძულებით და ნახევარკუნძულებით, დავადგინეთ რომ მსოფლიო ოკეანე არის მთლიანი და უკავშირდება ერთმანეთს.
12 დეკემბერი - 9. ვისაუბრეთ ბუნებრივიო რესურსების დაცვაზე.
ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებაზე, საკუთარი ქვეყნის ბუნების მრავალფეროვნების და სოციალურ ეკონომიკური განვითარების წარმოდგენის
ჩამოყალიბებაზე.
19 დეკემბერი - 10. მოვახდინეთ შეძენილი
და მოპოვებული ინფორმაციის შეჯამება
პრეზენტაციის სახით, წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ
შექმნილი რესურსი ( კონტინენტების რუკა) და მოვახდინეთ
შეძელი და მიღებული უნარ-ჩვევების დემონსტრირება
დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ( დირექტორი,
ფასილიტატორი ).